Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეექვსე ტურის საუკეთესო გუნდში მოხვდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი - ხვიჩა კვარაცხელია, "Whoscored"-ის ვერსიით სერია A-ს მე-6 ტურის საუკეთესო XI-ეულში მოხვდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტურის საუკეთესო გუნდში ყველაზე მაღალი - 9.4 აქვს შეფასება. ისიც აღსანიშნავია, რომ მასთან ახლოს საერთოდ არავინ არ არის, 9 ქულაც კი არავის არ აქვს მიღებული. 

მას შემდეგ კლუბში საუკეთესო შეფასება 8.3 ქულით - რაბიო (იუვენტუსი), დამფრისი (ინტერი), ზიელენსკი (ნაპოლი) და ზულე (ფროსინონე) მოხვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, კვარამ პენალტი გამოიმუშავა და თანაგუნდელს გაატანინა, შემდეგ კი 6-თვიან უგოლო სერიას ბრწყინვალე გოლით დაუსვა წერტილი. თითქოს ეს არ კმაროდა, კვარამ შეცვლაზე შემოსულ სიმეონეს იდეალური საგოლე პასიც გაუკეთა. 

"ნაპოლი" შემდეგ ტურში "ლეჩეს" ესტუმრება. მატჩი 30 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე შედგება. 

 

სხვა სტატიები