Belive

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მოხვდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

France Football-ი იმ ფეხბურთელების სიას აქვეყნებს, რომლებიც წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგებისთვის იბრძოლებენ.

30 ნომინანტს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

კვარამ გასულ სეზონში ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქართველმა გარემარბმა იტალიის სერია A მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები