Belive

ხვიჩა კვარაცხელია: 'ჩვენ ვიცით მბაპეს შესაძლებლობები და პატივს ვცემთ მას'

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს პსჟ და რეალ მადრიდი დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა ვარჯიშზე ტელეკომპანია DAZN-მა ხვიჩა კვარაცხელია ჩაწერა, რომელმაც საკუთარი გუნდის მოტივაციასა და მოწინააღმდეგეზეც ისაუბრა.

შესაძლოა, ცოტა დაღლილები ვიყოთ, თუმცა მენტალიტეტი და მოტივაცია გვაძლევს საშუალებას ეს საერთოდ არ გამოჩნდეს. ჩვენი გუნდი ერთმანეთს მუხტავს იმით, რომ ოჯახივით ვართ როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგეს, პსჟ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის. ჩვენ მზად ვართ - რეალთან დიდებული თამაში გველოდება.

კილიან მბაპე ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელია ისტორიაში, ჩვენ ვიცით, რომ ის კარგი ადამიანი და მოთამაშეა, ამიტომ დიდ პატივს ვცემთ მას ისევე, როგორც რეალის სხვა წევრებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მინდორზე მხოლოდ ბრძოლისათვის და მოგებისთვის გავალთ. - განაცხადა ხვიჩა კვვარაცხელიამ

პსჟ-სა და რეალს შორის ნახევარფინალი დღეს, 11 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში ჩელსიმ ფლუმინენსეს 2:0 მოუგო, ასე რომ, ლონდონური კლუბი ფინალში პარიზულ ან მადრიდულ გრანდს დაელოდება. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 13 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები