Belive

ხვიჩა კვარაცხელია ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ,,ატალანტასთან'' სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ინფორმაციას ნეაპოლური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ქართველ ფეხბურთელს ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს, რის გამოც შაბათს ბერგამოელებთან გასვლით მატჩს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

სერია A-ს 12 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდი 32 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ატალანტას'' 5 ქულით უსწრებს.


სხვა სტატიები