ხვიჩა ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 4 მთავარი თასი მოიგო
პსჟ-მ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამ მიღწევის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც პარიზელებს იანვარში შეურთდა. ხვიჩამ ფინალში გოლიც გაინატა, რაც ქართული ფეხბურთისთვის უნიკალური მიღწევაა. საერთო ჯამში, პსჟ-მ ინტერს 5:0 მოუგო, რაც ასევე ისტორიული შედეგია, ასეთი სხვაობა ევროპული თასების ფინალში აქამდე არ დაფიქსირებულა.
ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ტრებლი მოიგო (საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა) და ასევე ნაპოლი სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა მთლიანობაში 4 მთავარი თასი მოიგო, ეს კი ისტორიაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული.
2019/20 წლების სეზონში, ალვარო ოდრიოზოლამ იგივე მოახერხა, როცა სეზონის შუაში რეალ მადრიდიდან ბაიერნ მიუნხენში გადავიდა. ბაიერნში მან გერმანიის თასი, ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რეალმა კი იმავე სეზონში მოიპოვა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული, შესაბამისად ოდრიოზოლაც 4 თასის მფლობელი გახდა.