Belive

'ხეტაფემ UFC-ის ბრძოლა გაგვიმართა' - გიორგი მიქაუტაძე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონმა ბოლო ამხანაგურ მატჩში ესპანურ ხეტაფეს 2:1 მოუგო. გიორგი მიქაუტაძემ ამ შეხვედრაშიც შეძლო გოლის გატანა. მან ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა - მისი დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი ისევ თავად აღმოჩნდა. გოლის მომენტში გიორგის უკნიდან, არასპორტულად დაეჯახნენ და ზოგადად, ხეტაფეს ფეხბურთელები ზედმეტად უხეშობდნენ, რაზეც მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ ისაუბრა.

ბევრი ჩაგვარტყეს სახიფათოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს UFC-ის მატჩი იყო. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს იყო ჩვენი ბოლო ტესტ-მატჩი, სანამ ლანსს დავუპირისპირდებით. რამდენიმე ძლიერი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ გამოვჯანმრთელდებით. არ მოგვცეს თამაშის საშუალება, მაგრამ მაინც მოვახერხეთ კარგად თამაში.

ბაიერნის წინააღმდეგაც შეგვეძლო მარცხის თავიდან აცილება. ყველანი კმაყოფილები ვართ წინასასეზონო შეხვედრებით და ახალ სეზონს მომზადებულები ვხვდებით.

ჩვენ კონკურენტუნარიანი ვართ და გვინდა, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. არ მიყვარს პირადი მიზნების დასახვა, ვცდილობ, მატჩების დროს ყველაფერი გავაკეთო რაც ვიცი. ასევე მინდა, გუნდს დავეხმარო, როგორც პირველი მცველი. - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

ქართველმა ფორვარდმა ლიონის წინასაზეზონო მატჩებში 3 გოლი გაიტანა. პაულო ფონსეკას გუნდი ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ლიგა 1-ის ეგიდით, 16 აგვისტოს, ლანსთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები