Belive

ხავის ბარსელონაში დარჩენა სურს: მწვრთნელი, დირექტორი და პრეზიდენტი მალე შეხვდებიან

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი გუნდში დარჩენას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური მედია საშუალება Mundo Deportivo ავრცელებს.

აღნიშნული მედია საშუალების ინფორმაციით, ხავის სურს, რომ გუნდში დარჩეს, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ახალი სეზონისთვის "ბარსელონას" პროექტი და განხორციელების გეგმა.

უახლოეს პერიოდში, ხავი ერნანდესი პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას და სპორტულ დირექტორს, დეკუს შეხვდება და გადაწყვეტილებას მხარეები სავარაუდოდ ამის შემდეგ მიიღებენ.

2024 წლის დასაწყისში, ხავიმ გააჟღერა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ გუნდიდან წასვლას აპირებს. უახლოეს ხანებში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ხავის მიწვევა "მილანის" ხელმძღვანელობას სტეფანო პიოლის შემცვლელად სურს.

სხვა სტატიები