Belive

ხავი სიმონსი და ზაირ-ემერი - პარიზული გრანდი ახალი კლუბის შენებას იწყებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხავი სიმონსი და უორენ ზაირ-ემერი "პარი სენ ჟერმენის" სამომავლო პროექტის მთავარი გმირები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "პარი სენ-ჟერმენის" მესვეურები ახალი კლუბის შენებას ხავი სიმონსისა და ზაირ-ემერის გარშემო გეგმავენ. ამ უკანასკნელმა პარიზულ გრანდთან უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი, ხოლო ხავი სიმონსი, იჯარის წესით "ლაიფციგშია" განათხოვრებული და კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს სეზონის დასრულების შემდეგ გამართავს.

20 წლის სიმონსი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და "ლაიფციგის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში, 8 გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები