Belive

ხავი : არ ვფიქრობ, რომ ბარსაში ჩემს პოზიციას საფრთხე ემუქრება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონა" ამჟამად ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და 7 ქულით ჩამორჩება "რეალს" და "ჟირონას", რომლებიც პირველ ადგილს ინაწილებენ. ვრცელდებოდა აზრი, რომ ბარსელონას ხელმძღვანელობა მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილოა, თავად ხავიმ კი ეს ინფორმაცია უარყო :

არ ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია ოდესმე საფრთხის ქვეშ იყო. ბედნიერი ვარ, რადგან პრეზიდენტისა და დეკუს ნდობა მაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი ძალიან კარგი იქნება.

გუნდი არასტაბილურად თამაშობს, ამიტომ მოსალოდნელ შედეგებს არ ვაჩვენებთ. უფრო თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ბევრი რამ უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ უდიდეს სამუშაოს ვასრულებთ და ამ გზით კარგი შედეგები მოვა - განაცხადა "ბარსელონას" მწვრთნელმა

ლა ლიგის მე-15 ტურის მატჩში "ბარსელონა' ესტადიო ოლიმპიკოზე მადრიდის "ატლეტიკოს" მიიღებს. მატჩი 4 დეკემბერს, 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები