Belive

ხავი: ,,არ მინახავს მატჩი, რომელშიც ლუის ენრიკეს გუნდს არ შეუტევია''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ხვალინდელი მატჩის მთავარი გმირები ფეხბურთელები არიან და არა - მწვრთნელები. იმედი მაქვს, რომ ისინი შთაგონებულნი არიან, რადგან ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. გულშემატკივართა მხარდაჭერა გვჭირდება! ,,მონჟუიკი'' ,,კამპ ნოუ'' არ არის, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ხვალ დაემსგავსება.

ცხადია, ნახევარფინალში გასვლა ბარსელონასთვის დიდი წარმატება იქნება. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისა და მწვრთნელის წინააღმდეგ ვთამაშობთ. მე არ მინახავს მატჩი, რომელშიც ლუის ენრიკეს გუნდს არ შეუტევია.

დემბელე? წინა შეხვედრის წინ მივესალმე, შემდეგ კი ვერ ვნახე. მის მიმართ წყენა არ მაქვს. ხვალაც ისევ ისე მივესალმები.

მატჩი რამდენიმე წლის წინ რომ ჩატარებულიყო, 2:3 უფრო დიდი უპირატესობა იქნებოდა? მთავარია, რომ ერთი ბურთით წინ ვართ. გამარჯვებამ დაგვარწმუნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან თამაში შეგვიძლია.'' - ხავი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ბარსელონა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლებს, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

სხვა სტატიები