ლუის ენრიკე: ,,ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ეს გამარჯვება ჩვენი ფიზიკური მომზადების დამსახურებაა''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, კატალონიის ბარსელონასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. თავიდან გაგვიჭირდა - პირველი 20 წუთის განმავლობაში ბარსელონა ბურთს კარგად ინარჩუნებდა და ბევრი შრომა მოგვიწია. თუმცა, გატანილი გოლის შემდეგ თავდაჯერებულობა გაიზარდა და ტაიმის ბოლოს, როცა ანგარიში 1:1 იყო, ჩვენი განწყობა კიდევ უფრო გამოსწორდა.
თუ ფიქრობთ, რომ ეს გამარჯვება ჩვენი ფიზიკური მომზადების დამსახურებაა, მაშინ გეტყვით, რომ ცდებით. ევროპულ ფეხბურთში ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ყველაზე ცოტა ივარჯიშა. როცა ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ძალის ან ფიზიკური მომზადების გამო ვიმარჯვებთ, ეს უბრალოდ კლიშეა...
ძალიან მახარებს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატება - სწავლობენ და კარგად თამაშობენ. ახლა ძალიან რთული მატჩები გველის, მუდმივად მაღალი დონის მეტოქეებს ვეთამაშებით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კლუბის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაა, რაც დღესაც გამოჩნდა.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონა სტუმრად 2:1 დაამარცხა.
პარიზულმა გუნდმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა, თავი გონსალუ რამოშმა გამოიჩინა.