Belive

"ხარისხი, რომელსაც ვაჩვენებთ მიახლოებული არის პროფესიონალურთან" - F.C. FLC 03-ის დამფუძნებელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

12 ოქტომბერს ახალ სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-მა აიღო სტარტი. განვლილ 3 ტურში გულშემატკივარმა არაერთი გამორჩეული მატჩი იხილა, თუმცა ჩემპიონატი თანდათან შედის დასკვნით ფაზაში და სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს, მთავარი სანახაობა ჯერ კიდევ წინ ელით.

ფუტსალის ლიგა 2-ში ასპარეზობს "F.C. FLC 03". კლუბმა რებრენდინგი განიცადა და მიმდინარე სეზონში გენერალურ სპონსორ betlive-სა და მედია პარტნიორ belive-სთან ერთად, კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

მიმდინარე სეზონისა და გეგმების შესახებ, "F.C. FLC 03"-ის დამფუძნებელს, თორნიკე ზოიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბის პროგრამა მინიმუმი საპრიზო სამეულში მოხვედრა, ხოლო მაქსიმუმი ჩემპიონობაა.

დღეს უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ მიახლოებული არის პროფესიონალურთან. ამისთვის მარტივად არ მიგვიღწევია - ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.

ჩვენი რებრენდინგის პროცესს, ცალსახად შეუწყო ხელი, ჩვენი ძვირფასი პარტნიორის betlive-ის თანადგომამ. ჩვენი გენერალური სპონსორი არის betlive, ხოლო მედია პარტნიორი belive. ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს. მადლობა, მათ იმისთვის, რომ დააფასეს ის შრომა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მოგვცეს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი ლამაზი ისტორია დავწეროთ.

პროგრამა მინიმუმი არის საპრიზო ადგილის დაკავება, ანუ საუკეთესო სამეულში მოხვედრა, მაქსიმუმი - ჩემპიონობა. შევეცდებით, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ. ასე რომ გელოდებით ჩვენს თამაშებზე. - თორნიკე ზოიძე.

ფუტსალის ლიგა 2-ის პირველ ტურში, "F.C. FLC 03" "ილიაუნის" დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტურში კლუბი "სეუსთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა, მესამე ტურში კი პირველადგილოსან "ტფილისს" დაუპირისპირდა და პრინციპულ მატჩში დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას "F.C. FLC 03" 9 ნოემბერს, "გორის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები