Belive

FLC03-ს ფუტსალის უმაღლეს ლიგამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

15 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისი არენაზე, 2-მატჩიანი პლეი-აუთის პირველ დაპირისპირებაში ფალკონსი UG-ს დაუპირისპირდა.

სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა (1:1) ხოლო პენალტების სერია ფალკონსის მოთამაშეებმა უკეთ შეასრულეს და სერიის პირველ მატჩში გაიმარჯვეს.

დრამატულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ფალკონსს სანუკვარი მიზნის მიღწევამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აშორებს. პლეი-აუთის განმეორებითი მატჩი 20 ივნისს ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში ფალკონსი უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

View this post on Instagram

A post shared by F.C. FLC 03 (@fcflc03)