Belive

ხამეს როდრიგესი იტალიის სერია B-ში გადასვლასთან ახლოსაა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხამეს როდრიგესი ახალ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. Marca-ს ცნობით, იტალიის მეორე დივიზიონის კლუბი აველინო, რომლის მთავარი მწვრთნელი ამჟამად ალესანდრო ნესტაა კოლუმბიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს მართავს და დასკვნით ეტაპზეა, ხამესიც თავის მხრივ გუნდის გარეშეა და შეთანხმების მიღწევასთან ორივე მხარე ძალიან ახლოსაა.

წყაროს ცნობით, ამჟამად რაც ყველაზე მთავარია არის ის, რომ მოგვარდეს ფინანსური დეტალები, თუმცა განცხადება შესაძლოა მალე გაკეთდეს.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი ბოლოს MLS-ის კლუბ მინესოტაში ასპარეზობდა და ბოლო 2 თვეა უგუნდოდაა, ამ სატრანსფერო ფანჯრის დრო კი უკვე რამდენიმე გუნდს აქტიურად დაუკავშირეს ყველაზე ახლოს კი კოლუმბიელი ფეხბურთელი აველინოსთანაა.

აველინო იტალიის სერია B-ში ასპარეზობს 3 ტურის შემდეგ კი 6 ქულით მე-5 პოზიციაზეა (2 მოგება, 1 მარცხი).

სხვა სტატიები