ხამეს როდრიგესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, ხამეს როდრიგესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, 35 წლის კოლუმბიელმა განცხადება სოციალური ქსელით გამოაქვეყნა.
კოლუმბიელი ლეგენდა ნაკრებს ვრცელი ვიდეოთი და ამ სიტყვებით ემშვიდობება:
ეს მომენტიც დადგა.
მადლობა თითოეული მატჩისთვის, სიხარულისთვის, ცრემლისა და ერთად გაზიარებული ოცნებისთვის.
კოლუმბიის ნაკრების ფერების დაცვა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი პატივი იყო.
მადლობა, კოლუმბია. სამუდამოდ. - ხამეს როდრიგესი
ხამეს როდრიგესის სანაკრებო დებიუტი 2011 წელს ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, მას შემდეგ მან ეროვნულ გუნდში 131 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 31 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კოლუმბიელ ლეგენდას ასისტების მხრივ ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს, გატანილი გოლების მხრივ კი მეორე საუკეთესო შედეგი უფიქსირდება (პირველზე რადამელ ფალკაოა 36-ით). ის ასევე 14 გოლით კოლუმბიის ნაკრების რეკორდსმენია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გატანილი გოლებით (ამ შემთხვევაში ფალკაოს 13 გოლი აქვს).