ხაბი ალონსოს ლევერკუზენს ევროპულ რეკორდამდე 1 ნაბიჯი აშორებს
ხაბი ალონსოს "ლევერკუზენმა" "აინტრახტი" 1:5 დაამარცხა, ეს მატჩი ისტორიული გამოდგა, რადგან ბუნდესლიგის ჩემპიონმა გუნდმა 59 წლის წინანდელი "ბენფიკას" რეკორდი გაიმეორა.
პორტუგალიური გუნდი ევროპის მასშტაბით 48 მატჩიან წაუგებელ სერიას ფლობდა, რომელმაც გზა დაუმარცხებლად გაიარა 1963 წლის დეკემბრიდან 1965 წლის თებერვლამდე. თუ ლევერკუზენი ევროპის ლიგის ნახევარფინალში "რომას" წინააღმდეგ მომდევნო მატჩს არ წააგებს, გერმანული გუნდი ევროპის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიის მფლობელი გუნდი იქნება.
🔴⚫️ Bayer Leverkusen make 𝐡𝐢𝐬𝐭𝐨𝐫𝐲 as they equal Benfica’s record of 48 games unbeaten in all competitions between December 1963 and February 1965.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 5, 2024
48 games unbeaten, 0 games lost and 134 goals scored for Xabi Alonso’s team.
Extraordinary. 🎩✨ pic.twitter.com/VUvp4GS9D9
შეგახსენებთ, "ლევერკუზენი" გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი ნაადრევად გახდა, ასევე ისინი ევროპა ლიგის ნახევარფინალში არიან, სადაც "რომას" უპირისპირდებიან, პირველი შეხვედრა ხაბი ალონსოს გუნდის სასარგებლოდ 0:2 დასრულდა.
"ლევერკუზენს" სამი ტიტულის მოგების შესაძლებლობა აქვს, ევროპა ლიგის ფინალთან გერმანული გუნდი ერთ ნაბიჯშია, ხოლო მათ ასევე გერმანიის თასის ფინალი აქვთ სათამაშო, სადაც კაიზერსლაუტერნს დაუპირისპირდებიან.