Belive

"ხაბი ალონსო მომავალში შესაძლოა რეალ მადრიდის მწვრთნელი გახდეს" - კარლო ანჩელოტი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარლო ანჩელოტიმ თავის მომავალზე ისაუბრა

ხაბი ალონსოს უდავოდ შეუძლია მადრიდის "რეალის" მომავალი მთავარი მწვრთნელი გახდეს. მას შეუძლია ამ საქმის კეთება, მას აქვს ყველა თვისება, რომ იყოს კარგი მენეჯერი. ის არის ერთ-ერთი ვინც მწვრთნელებიდან დღეს ყველაზე მეტად მომწონს.

-კარლო ანჩელოტი

ჩაიბარებს თუ არა ბრაზილიის ნაკრებს?

მე ვამაყობ, რომ მაკავშირებენ მსოფლიოს უდიდეს ნაკრებთან, რომელიც არის ბრაზილია, მაგრამ მე მაქვს კონტრაქტი მადრიდის "რეალთან". სანამ ჩემი კონტრაქტი "რეალთან" არ ამოიწურება, ჩემს მომავალზე არ ვისაუბრებ.

შეგახსენებთ, ხაბი ალონსოს როგორც ფეხბურთელს და კარლო ანჩელოტის როგორც მთავარ მწვრთნელს ერთად უმუშავიათ მადრიდის "რეალში" და მიუნხენის "ბაიერნში" (82 მატჩი). "სამეფო კლუბის" სათავეში ყოფნისას 2013/14 წლებში ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. 2016/17 წლებში მიუნხენის "ბაიერნში" ბუნდესლიგის მოგება მოახერხეს.

სხვა სტატიები