Belive

კარლო ანჩელოტი: "კვარაცხელია და ოსიმენი სახიფათოები არიან..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალსა" და "ნაპოლის" შორის შედგება. მადრიდულმა გრანდმა 1/8-ფინალში თამაში უკვე გაინაღდა, ხოლო "ნაპოლი" კი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისთვისა და პლეი-ოფის საგზურისთვის ითამაშებს.

მადრიდის "რეალის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც "ნაპოლისთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ხვალინდელი თამაშ საშუალებას გვაძლევს, რომ ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დავასრულოთ. ნაპოლის დამარცხების შემთხვევაში პირველ ადგილს ვინაღდებთ, სწორედ ამიტომ აუცილებლად გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

პირველი მატჩი დაბალანსებული იყო, კონტრშეტევები კარგად გავანეიტრალეთ, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მათ ძალიან საშიში ბიჭები: ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომელთა შეტევებსაც ბევრი კლუბი ფიზიკურად ვერ უძლებს. ჩვენ მათ უნდა ვუფრთხილდეთ და კონტრშეტევები ისე გავანეიტრალოთ, როგორც წინა მატჩში მოვახერხეთ..." - კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალსა" და "ნაპოლის" შორის შედგება. მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები