Belive

კევინ-პრინც ბოატენგი სამწვრთნელო კარიერას იწყებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sky Info-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კევინ-პრინც ბოატენგს ახალი სამსახური აქვს. ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ ძალებს ამჯერად მწვრთნელის რანგში მოსინჯავს. ის ლუკაშ პოდოლსკისა და მატს ჰუმელსის მიერ შექმნილ Baller League-ში იმუშავებს. ბოატენგს მწვრთნელის რანგში პირველად 2024 წლის 8 იანვარს ვიხილავთ.

Baller League-ის თამაშები დახურულ სივრცეში ჩატარდება და 12 გუნდი გაარკვევს თუ ვინ არის მათ შორის საუკეთესო. შეხვედრების ტრანსლაციები Twitch-ის, YouTube-ის, Instagram-ის და ტელევიზიის საშუალებით გაშუქდება. ამ ლიგის შექმნის იდეა პიკეს წარმატებული პროექტიდან - Kings League-დან წამოვიდა, სადაც არაერთი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ კევინ-პრინც ბოატენგმა კარიერა ზაფხულში დაასრულა. ბოლო გუნდი, სადაც მან ითამაშა ბერლინის "ჰერტა" იყო.

სხვა სტატიები