Belive

კეინი ბაიერნის ფეხბურთელია?!

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი კეინის ტრანსფერთან დაკავშირებით, გავლენიანი ევროპული მედია საშუალებები შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებენ. სოციალურ ქსელებში, ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემმა" და "ბაიერნმა" ინგლისელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

The Athletic-ის სპორტული ჟურნალისტი, დევიდ ორნშტეინი აღნიშნავს, რომ ჩრდილო ლონდონური კლუბი "ბაიერნის" €100 მილიონიან წინადადებას დასთანხმდა. 

შეგახსენებთ, ჰარი კეინი "სპურსის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში ინგლისელმა ფორვარდმა 213 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს - კეინმა ნაკრების მაისური 84 შეხვედრაში მოირგო და 58 გოლი გაიტანა, რითიც ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები