Belive

კაზემირო: "ყოველთვის ვოცნებობდი მესისთან ერთად თამაშზე"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კაზემირომ დაადასტურა, რომ ყოველთვის ოცნებობდა მესისთან ერთად თამაშზე და ახლა ბრაზილიელ ნახევარმცველს სურს, რომ არგენტინელს, ინტერ მაიამიში, უფრო მეტი ტიტულის მოგებაში დაეხმაროს. კაზემირომ ამაზე მაშინ ისაუბრა, როდესაც გუნდმა ის ოფიციალურად წარადგინა.

ყოველთვის მსურს საუკეთესოებთან ერთად ყოფნა. ყოველდღე ვოცნებობდი მასთან ერთად თამაშზე. ვიცი, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. მე ამას მარტო ვერასდროს ვახერხებდი და ყოველთვის თანაგუნდელების დახმარება მჭირდებოდა.

ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოსთან ერთად თამაშზე. მე კი ეს ოცნება ამიხდა. მინდა, რომ ეს სიამოვნება მივიღო და მესის კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგებაში დავეხმარო, ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ ოდესმე MLS-ის რომელიმე გუნდში ვითამაშებდი, ეს აუცილებლად ინტერ მაიამი იქნებოდა.

ბევრი სხვადასხვა გუნდიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მე სწორედ ის გუნდი ავირჩიე, რომელში თამაშიც ყველაზე მეტად მინდოდა. ახლა ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. - კაზემირო

კაზემირო ინტერ მაიამის გასულ კვირას შეუერთდა. ბრაზილიელი, ამერიკულ კლუბში მას შემდეგ გადავიდა, რაც მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა. ფლორიდულ კლუბს იმედი აქვს, რომ ბრაზილიელის მოსვლით, ნახევარდაცვასა და დაცვაში არსებული პრობლემები აღმოიფხვრება. ამ პოზიციებზე ინტერ მაიამის არასტაბილურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუნდი სერხიო ბუსკეცმა დატოვა.

ინტერ მაიამიმ, მესისთან ერთად, ლიგის თასი, 2025 წელს მოიგო. ამჟამად კი, სატურნირო ცხრილში, მეორე პოზიციაზეა და უახლოეს მდევარ ნეშვილს, მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები