Belive

კავანიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის წინააღდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, ისაუბრა მცველზე, რომლის წინააღმდეგ თამაში კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუჭირდა:
,,თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა მცველის წინააღმდეგ მითამაშია, მათ შორის ძალიან ძლიერებთანაც. თუმცა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე რთული მეტოქე, რომელიც ოდესმე შემხვედრია, ჯორჯო კიელინია. ჩვენ ერთმანეთს ბევრჯერ შევხვედრივართ და მოედნის ყველა წერტილისთვის ვიბრძოდით. შემიძლია გითხრათ, რომ კიელინი ყველაზე რთული მეტოქეა მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია,'' - განაცხადა კავანიმ.
ედინსონ კავანიმ გასულ სეზონში ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები