Belive

ედინსონ კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

21-ე საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ საკუთარი შვილების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ისინი "ნაპოლის" გულშემატკივრები არიან. განსაკუთრებით საინტერესო კი ის გახლავთ, რომ "ვალენსიას" ფორვარდის თქმით, მისი შვილის საყვარელი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და ნიგერიელი, ვიქტორ ოსიმენი არიან.

"ისინი გიჟდებიან "ნაპოლიზე". ისინი დაიბადნენ ნეაპოლში და მხარს უჭერენ "ნაპოლის". მათ ასევე იციან ყველა საგულშემატკივრო შეძახილი.

მათი კერპები არიან ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია. სერია A-ს მოგების და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მათი რეაქციები უნდა გენახათ.

ოსიმენის მონდომება მაოცებს - წარმოუდგენელია, ის არასოდეს ნებდება. მას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მსოფლიოში", - თქვა 36 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა.

"პალერმოს", "ნაპოლის", "პსჟ-ს" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს კარიერაში ორი სხვადასხვა ქართველი ფეხბურთელის, ლევან მჭედლიძის და გიორგი მამარდაშვილის გვერდით უთამაშია.

მიმდინარე სეზონში, კავანის "ვალენსიას" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები