Belive

კატარულმა კონსორციუმმა მანჩესტერ იუნაიტედის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში, "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო გაყიდვა, ბრიტანული მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას წარმოადგენს. 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, კატარული კონსორციუმი, "წითელი ეშმაკების" შესაძენად გამართულ ბრძოლას ჩაეხსნა.

შეიხი იასიმი და მისი კომპანია "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად გამართულ რბოლაში ფავორიტები იყვნენ, თუმცა, გლეიზერების ოჯახთან ფინანსური დეტალების შეუთანხმებლობის გამო, შეიხმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენაზე უარი განაცხადა.

შეიხ იასიმთან დაახლოებული პირი ადასტურებს, რომ კატარულმა კომპანიამ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენაზე უარი განაცხადა. 100%-ით გარანტირებულად შემიძლია განვაცხადო, რომ კატარელები "მანჩესტერ იუნაიტედს" არ შეიძენენ. გლეიზერების ოჯახს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს. -

სხვა სტატიები