Belive

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალი" და კარლო ანჩელოტი შეთანხმდნენ, იტალიელმა მწვრთნელმა ესპანურ კლუბში კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

კარლო ანჩელოტიმ "რეალ მადრიდში" უკვე 5 სეზონი გაატარა, რა დროშიც მან 10 ტიტულის მოგება მოახერხა: 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერთასი, 1 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი და 1 ესპანეთის სუპერთასი.

კარლო ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს ევროპის მთავარ ტურნირზე (118).

ასევე ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის TOP 5 ლიგის ყველა ჩემპიონატი მოიგო (იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი).

სხვა სტატიები