Belive

კარლო ანჩელოტი: "ნეიმარი 15 წუთზე მეტის სათამაშოდ მზადაა"

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში იაპონიასთან შეხვედრის წინ ფსიქოლოგიურ თამაშებში ჩაბმის არანაირი სურვილი არ აქვს.

"მე არ გავიმეორებ იმას, რასაც სხვები ამბობენ. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ მატჩზე, მეტოქის თვისებებზე და იმაზე, რომ კარგად მოვემზადოთ პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რასაც ინგლისში ფსიქოლოგიურ თამაშებს უწოდებენ. ჩვენ ამ გზით არ წავალთ.

ნეიმარს პროგრესი აქვს და გასულ კვირას მან საგრძნობლად მოუმატა. სამწუხაროა, რომ მან ვერ შეძლო მთელი იმ დროის განმავლობაში ვარჯიში, რაც ჩვენთან ერთად გაატარა. მას შეუძლია 15 წუთზე მეტი ითამაშოს. ნეიმარი კარგ ფორმაშია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თამაშის კონტექსტსა და იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები იაპონიასთან შეხვედრაში", - ამბობს კარლო ანჩელოტი.

ბრაზილიის ნაკრები იაპონიას 29 ივნისს უნდა შეხვდეს. მატჩი ჰიუსტონში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები