Belive

მუნდიალი 2026 | 1/16-ფინალების ოთხი წყვილი ცნობილია

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური დაიწყო. უკვე სრულად დაკომპლექტდა A ჯგუფის, B ჯგუფისა და C ჯგუფის, D ჯგუფის, E ჯგუფისა და F ჯგუფების საუკეთესო სამეულები და 1/16-ფინალური ეტაპის ოთხი (ჯერჯერობით ოთხი) წყვილიც გაირკვა.

პლეი-ოფის პირველ რაუნდში ერთმანეთს კანადა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ორივე ნაკრებმა თავის ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. მატჩი კვირას, 28 ივნისს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

მეორე წყვილიც დაკომპლექტდა და საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გვექნება, სადაც ერთმანეთს ბრაზილიისა და იაპონიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი 29 ივნისს, 21:00 საათზე შედგება.

ასევე გაირკვა მესამე წყვილიც, სადაც ერთმანეთს ნიდერლანდებისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს დაპირისპირება 30 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მეოთხე 1/16-ფინალური დაპირისპირება კი მასპინძელ ამერიკის ნაკრებსა და ბოსნიას შორის გაიმართება. მატჩი 2 ივლისს, 04:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები