კარლო ანჩელოტი: "კარგი ფრე იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-15 ტურში ბრაზილიის ნაკრები ეკვადორს ესტუმრა და მატჩი უგოლოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
სადებიუტო მატჩი ჰქონდა კარლო ანჩელოტის, რომელმაც "სელესაო" მოედანზე პირველად გაიყვანა. მისი სადებიუტო მატჩი, ლეგენდარულმა პაპა კარლომ შეაფასა.
"ეს შესანიშნავი დაცვითი მატჩი იყო. დავინახე, რომ გუნდი უკეთ ფლობდა ბურთს და უფრო თავისუფლად თამაშობდა, ვიდრე წინა თამაშებში. საბოლოო ჯამში, კარგი ფრე იყო და შემდეგი მატჩისთვის კმაყოფილები და თავდაჯერებულები ვართ.
ვფიქრობ, კარგი მატჩისთვის რთული სათამაშო პირობები იყო. მჯერა, რომ მეორე ტაიმში ვინისიუსისა და კაზემიროს დახმარებით კარგი შანსები გვქონდა. დიახ, შეტევაში უკეთ შეგვეძლო თამაში, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ მოწინააღმდეგის სიძლიერე. ეკვადორმა კარგი მატჩი ჩაატარა, ისევე როგორც ჩვენ.
როგორც აღვნიშნე, შეტევაში გარკვეული უნარი გვაკლდა. ეკვადორი კარგად იცავდა თავს და ხაზებს შორის სივრცეების პოვნა ადვილი არ იყო. საჯარიმო მოედნიდან გასვლას ვერ ვახერხებდით და მოედნის ბოლო მესამედში ბურთს ყოველთვის კარგად ვერ ვფლობდით. არ მინდა გამართლება, მაგრამ მოედანი თამაშისთვის იდეალურ მდგომარეობაში არ იყო." - კარლო ანჩელოტი
15 ტურის შემდეგ, არგენტინა 34 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მუნდიალის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ბრაზილია კი 22 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.