კარლო ანჩელოტი: "26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიქნები"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 36-ე ტურში, "მალიორკასთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით საუბრობს.
"26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ვიქნები. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ ახლა მე ჯერ ისევ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ვარ. მინდა, რომ დიდი თავგადასავლის დასკვნითი ნაწილი წარმატებული გამოდგეს.
რატომ არის ჩემი ეს ნათქვამი ოფიციალური? ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ განცხადება უკვე გამოაქვეყნა, ასე რომ, 26 მაისიდან, ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიქნები.
"რეალი" ოფიციალურ განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა მოისურვებს, ამაში პრობლემა არ არის. არ ვიცი, როდის გამოაქვეყნებენ, მაგრამ მაშინ იზამენ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიან", - ამბობს კარლო ანჩელოტი.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს 5 ტიტული აქვს მოგებული, აქედან 2 "მილანის", ხოლო 3 მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი 4-ჯერ დასახელდა, სანაკრებო ფეხბურთში კი ეს მისი სადებიუტო დამოუკიდებელი მუშაობა იქნება. აქამდე მან არიგო საკის ასისტენტის რანგში იტალიის ნაკრებში, 1992-დან 1995 წლამდე იმუშავა.