Belive

კარიერის დასრულების შემდეგ ჯეკ უილშირს სამსახურის პოვნა არ გასჭირვებია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფეხბურთო კარიერის  დასრულების შესახებ ინგლისელმა ნახევარმცველმა, სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

”მე ჩემი ოცნება ავიხდინე. მადლობა ყველას."
ჯეკი მოედანს მაინც არ ჩამოშორდება და სტადიონზე ამჯერად მწვრთნელის რანგში მოგვევლინება.   Athletic-ის ცნობით, ყოფილი "მეთოფე" "არსენალის" 18-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. გასულ სეზონში ჯეკი "არსენალის" ახალგაზრდებთან ერთად მუშაობდა. ამ პერიოდში უილშირის გაწეულმა სამუშაომ ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სწორედ ამის შემდეგ, მიიღო მწვრთნელის სერთიფიკატი. ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი მიუძღვის უილშირის კარგ მეგობარს, პერ მერტესაკერს. გერმანელი ამჟამად ლონდონური კლუბის მენეჯერია და სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს "არსენალის" თავკაცებთან. უილშირის თანაშემწეები U18-ში ადამ ბირჩელი და ჯულიან გრეი იქნებიან. ჯეკმა სულ 17 წელი გაატარა "არსენალში". მან შეძლო და აკადემიიდან "მეთოფეთა" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა თავი. დღემდე უილშირი ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად ითვლება, რომელიც ჩრდილო ლონდოლელებს აღუზრდიათ. ბურთის დახვეწილი კონტროლით და ჭკვიანი მოძრაობებით  უილშირმა მალევე აჩვენა მსოფლიოს მისი შესაძლებლობები. მისი კარიერიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ინგლისელმა საშიონაო კედლებში გამართა. 19 წლის ფეხბურთელმა "ემირეითს სთეიდიუმზე", ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ბარსელონას წინააღმდეგ, არაჩვეულებრივად ითამაშა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.  საბოლოო ჯამში, ეს იყო კარიერა, რომელიც ბევრს გვპირდებოდა, მაგრამ ტრავმებმა ამ საოცარ ნიჭს ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ მისცა. ჯეკი სკუთარ Twitter-ზე  ემოციურ ვიდეოს ავრცელებს და გულშემატკივარს ასე ემშვიდობება.  

სხვა სტატიები