Belive

კაპელო: ,,სერია A-ში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები აღარ არიან''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იუვენტუსისა და მილანის უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ, ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, განაცხადა, რომ სერია A-ში ფეხბურთის ხარისხი, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად გაუარესებულია:

,,მოედანზე მწვრთნელი არ გადის - ის ტაქტიკას ამზადებს, მაგრამ მატჩის ბედს ფეხბურთელები წყვეტენ. იტალიაში ფეხბურთის ხარისხი დაეცა, აქ უმაღლესი დონის ფეხბურთელები აღარ თამაშობენ.

ბოლონიას გამარჯვება პიზასთან (4:0) გამონაკლისი იყო, გოლების გატანა აუცილებელია. იუვენტუსის წინააღმდეგ ლეაუმაც კი ვერ შეძლო 2 რეალური მომენტის გამოყენება.

სერია A-ში ჯერ კიდევ არიან გუნდები, რომლებმაც ცენტრალური თავდამსხმელი ვერ იპოვეს, მათ შორისაა მილანიც. ხიმენესი კარგად მუშაობს, მაგრამა ალეგრიმ ამ პოზიციაზე ლეაუს გამოცდა დაიწყო. პორტუგალიელმა აჩვენა, რომ სივრცის პოვნა და გახსნა შეუძლია, თუმცა ის მაინც არ არის ისეთი თავდამსხმელი, რომელიც ბევრ გოლს იტანს. - ფაბიო კაპელო

სერია A-ს 6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 15 ქულით მოქმედი ჩემპიონი, ნაპოლი ლიდერობს, 15 ქულა აქვს მეოერადგილოსან რომასაც.

სხვა სტატიები