Belive

კაპელო: ,,კრიშტიანუ რონალდუ გენიოსი არ არის''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც გენიოსად მიიჩნევს:

,,მესი, პელე და მარადონა გენიოსები არიან! კრიშტიანუ რონალდუ მათთან ახლოსაა.

ის დიდებული ფეხბურთელია, ნამდვილი ბომბარდირი, რომელმაც ბევრი ტიტული და ოქროს ბურთი მოიგო, მაგრამ ისეთივე გენიალური არ არის, როგორიც მესია...

კრიშტიანუ დიდი ფეხბურთელია, მაგრამ არა - გენიოსი.'' - ფაბიო კაპელო

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,ალ ნასრის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 36 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები