Belive

კამერუნში ფეხბურთის თამაშის უფლება 32 სპორტსმენს ჩამოერთვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ასაკობრივი თაღლითობა აფრიკულ ფეხბურთში გრძელდება. კამერუნში დანაშაულში ასაკობრივი ნაკრების 21 ფეხბურთელი გამოიჭირეს.

კამერუნისს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სამუელ ეტო'ოს ბრძანებით, ქვეყანაში ასაკის გაყალბების მიმართ ახალი კამპანია დაიწყო. ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა სპეციალური ტესტი გაიარა, რომელიც ფეხბურთელის ასაკს ადგენდა. გამოკვლევების შედეგად, თაღლითი ფეხბურთელების რიცხვმა 32-ს მიაღწია.

აქამდეც, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ, ასაკის გაყალბების გამო, 21 ფეხბურთელს შეუჩერა არპარეზობის უფლება.

"კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია გაცნობებთ, რომ აფრიკის ერთა თასის მომზადების ფარგლებში, აფრიკის 17-წლამდელთა შემდეგი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, 30-დან 21-მა მოთამაშემ დისკვალიფიკაცია მიიღო, ვინაიდან მათ გაყალბეული ჰქონდათ საკუთარი ასაკი."

აღნიშნული პრობლემა სხვა აფრიკულ ქვეყნებში მძვინვარებს. მაგალითად, ლიბერიის საფეხბურთო ნაკრები საერთოდ მოიკვეთა შესარჩევი ეტაპიდან იმის გამო, რომ მათი ორი ფეხბურთელი ყალბი საბუთებით სარგებლობდა.

სხვა სტატიები