Belive

კახა ჩხეტიანი: "ტორპედოდან არ დამკავშირებიან, მაგრამ შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას განვიხილავ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.მიხეილ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გულშემატკივრებს შორის რამდენიმე იმ კანდიდატის სახელმა და გვარმა გაიჟღერა, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ისტორიული კლუბი ჩაიბაროს. https://www.live.ge/erovnuli-liga/mikheil-ashvethiam-quthaisis-torpedo-datova-akhali-mtsvrthnelis-vinaoba-utsnobia/ ერთ-ერთი მათგანი, კახა ჩხეტიანია, რომლის სახელიც იმერულ გუნდთან ყოველთვის ასოცირდება. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი 8 თვეა უმუშევარია, მას მერე, რაც "დინამო თბილისთან" ერთად, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ალბანურ ტირანასთან" საშინაო კედლებში - 0:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 43 წლის სპეციალისტს, რომელმაც გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი, ორჯერ თასი და ამდენჯერვე სუპერთასი მოიგო, Live.ge დაუკავშირდა და "ტორპედოში" შესაძლო დაბრუნების შესახებ ჰკითხა. კახა ჩხეტიანმა ჩვენთან საუბარში კომენტარი ამ საკითხის გარდა, მიხეილ აშვეთიას გათავისუფლებაზე და კლუბში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა. "8 თვეა, რაც აქტიური მწვრთნელის ცხოვრებით არ მიცხოვრია და საქმეში დაბრუნებას რა თქმა უნდა, ვაპირებ. რაც შეეხება "ტორპედოს", ამ კლუბიდან ამ ეტაპზე არავინ დამკავშირებია, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას განვიხილავ. ამ კლუბთან ერთად ბევრს მივაღწიე და ეს ადგილი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მიხეილ აშვეთიას სულ მხარდაჭერას ვუცხადებ, ის კარგი მწვრთნელი და პიროვენებაა. ჯოხის მხოლოდ მასზე გადატეხვა არასწორი იქნება, რადგან "ტორპედოში" ამჟამად რთული მდგომარეობაა.", - თქვა კახა ჩხეტიანმა.

სხვა სტატიები