Belive

კაკა: "კვარაცხელია სიურპრიზია, სამწუხაროა, რომ მუნდიალზე ვერ ითამაშებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ, Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

2007 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, 21 წლის ქართველის შესანიშნავ მონაცემებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არ ყოფნა დიდი დანაკლისი იქნება.

"ეს ბიჭი ძალიან კარგია. ის სასიამოვნო სიურპრიზია. ფანტაზია, ყოველთვის გვაოცებს, ეს ქმნის განსხვავებას და იმ შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. სამწუხარო არის ის, რომ კვარა და ჰოლანდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ", - თქვა 40 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა.

რიკარდო კაკამ კარიერის განმავლობაში მთავარი ინდივიდუალური და გუნდური (საკლუბო და სანაკრებო) ჯილდოების მოგება მოახერხა, როგორიცაა მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

სხვა სტატიები