Belive

კადრები გასახდელიდან | რუდიგერს 20 ნაკერი დაადეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალის" მცველმა ანტონიო რუდიგერმა, სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარის" წინააღმდეგ, ბოლო წუთზე გამათანაბრებელი გოლის გატანისას მძიმე ტრავმა მიიღო.

95-ე წუთზე გატანილი თავურით გერმანელმა მცველმა მის გუნდს პლეიოფის საგზური გაუნაღდა. თუმცა, ამ ყველაფერს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია და ანტონიო, უკრაინელთა მეკარეს ტრუბინს, სახით შეასკდა.

ჭრილობა, რუდიგერის შუბლზე, მართლაც შემზარავად გამოიყურებოდა. კადრებში კარგად ჩანს თანაგუნდელების შეშფოთებული სახეები, როცა ანტონიოს ღია ჭრილობა იხილეს. "რეალის" მედიკოსებს საქმეში ჩართვა მალევე მოუწიათ და გერმანელს 20 ნაკერი გასახდელშივე დაადეს.

ლა ლიგის მომავალ ტურში მადრიდელები "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან. ცნობილი არ არის ითამაშებს თუ არა რუდიგერი ელ კლასიკოში, მაგრამ კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ ცენტრალური მცველი მზად იქნება.

სხვა სტატიები