გამარჯვების მიუხედავად, ჟოზე მოურინიო საკუთარი გუნდით უკმაყოფილო იყო
გუშინ, ლა ლიგის მე-6 ტურში, რეალმა, ელჩეს, დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 მოუგო. თუმცა, მატჩის შემდეგ, მადრიდელთა თამაშთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა გაჩნდა. გუნდმა, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა მეორე ტაიმში, ვეღარ შეინარჩუნა, რის გამოც, კინაღამ ქულები დაკარგა.
ესპანურმა გამოცემა Marca-მ, ჟოზე მოურინიო და რეალის ფეხბურთელები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მეორე ნახევარში, რეალი, პირველ ტაიმთან შედარებით, საერთოდ სხვა გუნდი იყო. გამოცემა მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებმა უკან დაიხიეს და ელჩეს თამაშის კონტროლის საშუალება მისცეს.
მოურინიომ, ამის გამო, შეტევა გააძლიერა და მოედანზე ჯუდ ბელინგემი და ბრაჰიმ დიასი შეიყვანა. ერთ-ერთ ესპიზოდში კი, როდესაც სტუმრები მეტოქის ზეწოლის ქვეშ იყვნენ, მაროკოელს მარჯვენა მცველადაც მოუწია თამაში. მაგრამ ამ უსიამოვნო ფაქტის მიუხედავად, რეალმა თამაში მაინც მოიგო. მატჩის მიწურულს, დამატებულ წუთზე, გოლი კარლოს ესპიმ გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოურინიომ საკმაოდ მკაცრი კომენტარი გააკეთა.
ერთადერთი, რის გამოც შემიძლია, რომ გუნდს ვუსაყვედურო ისაა, რომ როდესაც მატჩს იგებ და თამაში ჯერ არ დასრულებულა, თავი გამარჯვებულად არ უნდა ჩათვალო. 2:0-ის შემდეგ, კიდევ შეგვეძლო გოლების გატანა. არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისათვის, რომ ბურთი მეტოქისთვის დაგვეთმო და ქულების დაკარგვის საფრთხე შეგვქმნოდა. უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ელჩეს თამაშში დაბრუნების შანსი მივეცით. - ჟოზე მოურინიო
რეალს, ამ მხრივ, სამუშაო აქვს. მოდევნო ტურში, "სამეფო კლუბს" საკმაოდ რთული მატჩი ელის. 20 სექტემბერს, "ბლანკოსი", მეტრაპოლიტანოზე, მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება.
🚨 José Mourinho: “I can only criticise the fact that we do not kill off games when we can. I told this to the players”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 15, 2026
“We could have been 3-0 or 4-0 up…”.
“There was ZERO reason to risk dropping points again, we had many chances but we let Elche back into it”. pic.twitter.com/nswx3wJAw8