Belive

კაბო-ვერდე გახდა მოსახლეობით მე-2 ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში კაბო-ვერდეს საფეხბურთო ნაკრებმა ესვატინი 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვა.

კუნძულელებმა სატურნირო ცხრილში 23 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და მეორეადგილოსან კამერუნს 4 ქულით აჯობეს.

კაბო ვერდე, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 525 000-ია, გახდა მე-2 ყველაზე პატარა ქვეყანა ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა. ამ მხრივ აფრიკული სახელმწიფო მხოლოდ ისლანდიას ჩამორჩება.

5 ყველაზე პატარა ქვეყანა (მოსახლეობით), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეძლო:

  1. ისლანდია - 2018 წლის მსოფლიოზე, მოსახლეობა - 350 000

  2. კაბო-ვერდე - 2026 წლის მსოფლიოზე, მოსახლეობა - 525 000

  3. პარაგვაი - 1930 წლის მსოფლიოზე, მოსახლეობა - 900 000 - 950 000

  4. ტრინიდადი და ტობაგო - 2006 წლის მსოფლიოზე, მოსახლეობა 1,3 მილიონი

  5. ჩრდილოეთ ირლანდია - 1958 წლის მსოფლიოზე, მოსახლეობა 1,4 მილიონი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონში გაიმართება.

სხვა სტატიები