Belive

"ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსში მიქაუტაძე იქნება" - იტალიაში ქართველის ტრანსფერი აქტუალურია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს.

22 წლის ქართველი ფორვარდი კვლავაც ტურინის "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროშია, თანაც ამ ყველაფერს ის გარემოება ემატება, რომ "ბიანკონერის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხდება, ის ადამიანი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

"ნაპოლიდან" წამოსვლის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსში" მიდის და თან ნიჭიერ ფეხბურთელებს დაეძებს. სიაში "იუნიონ ბერლინის" დანილო დოხი, მიუნხენის "ბაიერნის" ნუსაირ მაზრაუი და "მეცის" გიორგი მიქაუტაძე არიან", - წერს corriere.it-ი.

მიქაუტაძე, რომელმაც განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ევროპის ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენელი არაერთი კლუბის ინტერესთა სფეროშია, მათ შორის იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, ტურინის “იუვენტუსის”, თუმცა ყველაზე რეალური მისი პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ “ბარნლიში” გადაბარგებაა.

სხვა სტატიები