Belive

ჯუნტოლი მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერს გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ტიაგო ალმადა შესაძლოა "ნაპოლის" შეუერთდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერით ჯუნტოლი პირადად ინტერესდება.

Radio Kiss Kiss Napoli-ის ეთერში საუბრისას, ვალტერ დე მაჯომ აღნიშნა, რომ "პარტენოპეის" სპორტული დირექტორი - კრისტიანო ჯუნტოლი, არგენტინელ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება და ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში გეგმავს.

ტიაგო ალმადა 2022 წლიდან "ატლანტას" ღირსებას იცავს, სადაც 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მაისურით, ალმადამ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები