Belive

დე ლაურენტისმა დაადასტურა - კონტე ნაპოლიში დარჩა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მასსა და ანტონიო კონტეს შორის შეთანხმება შედგა და 55 წლის იტალიელი სპეციალისტი კლუბს მინიმუმ მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის.

ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, სპეციალისტს გაზრდილი ანაზღაურება შესთავაზა, ასევე იგი მწვრთნელს დაჰპირდა, რომ იგი მზად არის კარგი სატრანსფერო პოლიტიკა გაატაროს და ის ფეხბურთელები მოიყვანოს, რომელიც თავად კონტეს სურს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ჩათვლით აკავშირებს, ახლა კი უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 55 წლის იტალიელი სპეციალისტი ნაპოლის მინიმუმ მომდევნო სეზონშიც გაუძღვება, შესაბამისად ანტონიო კონტეს ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვიხილავთ.

კონტეს ხელმძღვანელობით ნაპოლიმ წელს სერია A-ს მოგება შეძლო, უშუალოდ იტალიელისთვის მწვრთნელის ამპლუაში ეს სერია A-ს მე-5 თასი იყო.

სხვა სტატიები