Belive

ჯოვანი სიმეონე: "როდესაც კვარა მოედანზე ვნახე, მივხვდი, რომ მხეცია"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

27 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა 2022/23 წლების სეზონი შეაფასა და თანაგუნდელებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჯოვანი სიმეონემ განსაკუთრებული აქცენტი ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და საუბრისას, მათი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ოსიმენი ყოველთვის ახერხებს ხიფათის შექმნას და რაღაცის გამოგონებას. სპონტანური მოთამაშეა, რომელიც დაუგეგმავად მოქმედებს. ოსიმენს მარტივად შეუძლია სივრცის პოვნა და იდეალური დარტყმა აქვს. რაც შეეხება კვარაცხელიას, ვიცოდი, რომ ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ, როდესაც პირველად მოედანზე ვნახე, მივხვდი, რომ მხეცია", - ჯოვანი სიმეონე.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. “ნაპოლი” სეზონის დასკვნით მატჩს, სერია A-ს 38-ე ტურის ეგიდით, სერია B-ში დაქვეითებულ “სამპდორიასთან” გამართავს – მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები