ჯულიანო სიმეონე: ,,ჩვენთან მუსო კარიდან არასდროს არ არტყამს''
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ატლეტიკომ ბარსელონა სტუმრად 2:0 დაამარცხა.
მატჩს მსაჯის გადაწყვეტილებების გამო, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ერთ-ერთი ეპიზოდი ხუან მუსოსა და მარკ პუბილს უკავშირდება, როცა ესპანელი მცველი საკუთარ საჯარიმოში ბურთს ხელით შეეხო.
ვინაიდან, ჯულიანო სიმეონეს მომენტი დეტალურად არ ჰქონდა ნანახი, მან მიქს-ზონაში მყოფ ჟურნალისტებს სთხოვა, მისთვის კადრები ეჩვენებინათ, რასაც მათთან შელაპარაკება მოჰყვა:
,,ამ ეპიზოდის შესახებ ახლახან მითხრეს, მისი ნახვა ვერ მოვასწარი. აბა, ვნახოთ...
არა, ბურთი თამაშში მარკს შემოჰყავს, ხომ ასეა? მან ბურთი აიღო, რათა დარტყმა შესრულებულიყო. მარკი ბურთს იღებს იმისთვის, რომ დაარტყას.
ჩვენთან მუსო კარიდან არასდროს არ არტყამს. არ ვიცი, თამაშს უყურეთ? ხუანმა მთელი მატჩის განმავლობაში კარიდან ერთხელ მაინც დაარტყა? ჩვენთან მეკარე კარიდან დარტყმებს არასდროს ასრულებს, ამას ყოველთვის მცველები აკეთებენ.
თუ მსაჯმა არაფერი დანიშნა, ვფიქრობ, ჩათვალა, რომ ხუანს ბურთი თამაშში არ შემოუყვანია.'' - ჯულიანო სიმეონე
ატლეტიკოსა და ბარსელონას შორის საპასუხო მატჩი სამშაბათს, 14 აპრილს, მადრიდში გაიმართება.
El pique de Giuliano Simeone con la prensa por el posible penalti de Pubill: "Para sacar. Para sacar. Para sacar. No sé si vieron el partido, pero nunca sacamos con Musso. ¿Sacó en todo el partido?"
— ElDesmarque (@eldesmarque) April 8, 2026
🔗 https://t.co/dzr641dAju 🔗 pic.twitter.com/4BFBeM0FIl