Belive

ჯორჯო კიელინი ლოს ანჯელესის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯორჯო კიელინი თავის ყოფილ კლუბ "ლოს ანჯელესში" დარჩა, მაგრამ არა როგორც ფეხბურთელი, არამედ მოთამაშეების განვითარების მწვრთნელი. იტალიელი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბში 2022/23 წლების სეზონში გადავიდა და კარიერა 2023 წლის დეკემბერში სწორედ ლოს ანჯელესურ გუნდში დაამთავრა.

ჯორჯო კიელინი იმუშავებს გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ ჩერუნდოლოსთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რათა დაეხმაროს პირველი გუნდის მოთამაშეებს განვითარებაში.

ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ჯორჯომ თავისი კარიერის ბოლო 18 თვე საფეხბურთო კლუბ "ლოს ანჯელესთან"-თან ერთად ითამაშა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მომავალ სეზონში სამწვრთნელო შტაბს დავუმატეთ მართლაც ბრწყინვალე საფეხბურთო გონებით მოაზროვნე, წარმოუდგენელი ლიდერი და კიდევ უკეთესი ადამიანი. - ჯონ ტორინგტონი - ლოს ანჯელესის თანაპრეზიდენტი და გენერალური მდივანი

ჯორჯო კიელინიმ თავისი კარიერის განმავლობაში იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 117 მატჩი ჩაატარა, ითამაშა 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და მოიგო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი. "იუვენტუსში" 2004-წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა, ამ ხნის განმავლობაში მან ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგო (2011-დან 2020 წლამდე), 5-ჯერ იტალიის თასის გამარჯვებული გახდა, 5-ჯერ იტალიის სუპერთასის და ერთგზის ამერიკის თასის გამარჯვებულია "ლოს ანჯელესთან" ერთად.