Belive

ჯობ ბელინგემს დორტმუნდიდან წასვლა სურს - იგი სათამაშო დროით უკმაყოფილოა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი გერმანული გამოცემის "reuters"-ის ინფორმაციით, 20 წლის ჯობ ბელინგემი დორტმუნდში ძალიან უკმაყოფილოა და იგი კლუბის დატოვებას სასწრაფო წესით განიხილავს.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, 20 წლის ნახევარმცველი თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გრძნობს, რომ მთავარი მწვრთნელი მხოლოდ მაშინ იყენებს, როდესაც ვინმე ტრავმირებულია და ფეხბურთელის იძულებით ჩანაცვლებაა აუცილებელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუნდესლიგაში მას სრული 90 წუთი არ ჩაუტარებია — 540 შესაძლო წუთიდან, მან მხოლოდ 167 წუთი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჯობ ბელინგემი დორტმუნდს ამ ზაფხულს შეუერთდა და ის კლუბის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

ჯობ ბელინგემმა დორტმუნდის მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები