Belive

ალექსანდრ ჩეფერინი: "დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მენდეშია"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის შესახებ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ინტერვიუს ბოლოს, მას ჰკითხეს, თუ ვინ არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რაზეც სლოვენიელმა საინტერესო პასუხი გასცა.

"იცით რა არის, ძალიან რთულია ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთლის დასახელება, რადგან შესაძლოა ვიღაცებმა ეს ყველაფერი ცუდად და სათავისოდ გამოიყენონ - ამ კითხვაზე გიპასუხებთ, როგორც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და არა როგორც უეფას პრეზიდენტი.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ ბოლო პერიოდში, რაც ყველაზე მეტად მახარებს არის ის, რომ საფეხბურთო ასაკმა ძალიან დაიკლო და 16-17 წლის ბიჭები ისეთი სტილის ფეხბურთს თამაშობენ, შეიძლება ჭკუიდან შეგშალონ.

ასე ერთი ფეხბურთელის გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნუნუ მენდეშია. ის გუნდის მთავარი ბირთვია და უკვე 2 სეზონია შეტევაში და დაცვაშიც ისე თამაშობს, რომ უბრალოდ შეუძლებელია მის წინააღმდეგ წარმატებას მიაღწიო..." - ალექსანდრ ჩეფერინი

შეგახსენებთ, რომ ნუნუ მენდეშმა 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მე-10 პოზიცია დაიკავა. მან გასულ სეზონში პსჟ-სთან ერთად ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

სხვა სტატიები