ჯიმი ტაბიძე კორტრეიკში ითამაშებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელი, ჯიმი ტაბიძე კარიერას ,,კორტრეიკში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ბელგიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 26 წლის მცველი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტაბიძის ბოლო გუნდი ,,უფა'' იყო, სადაც 2017 წლიდან თამაშობდა. რუსული კლუბის გარდა, ფებურთელი ,,საბურთალოს'', ,,გენტისა'' და ,,ურალის'' ღირსებას იცავდა. ,,კორტრიკმა'' ბელგიის ჩემპიონატის გასული სეზონი 37 ქულით მე-13 პოზიციაზე დაასრულა.
Wij kunnen ook niet wachten, Jimmy! 👊 Tot morgenochtend om 10u30 voor de eerste training. 👋 #WelkomJimmy #HetBegintHier 🔴⚪️ pic.twitter.com/5nxnAGKUJK — KV Kortrijk (@kvkofficieel) June 11, 2022