ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი-ოფის 1/2-ფინალურ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. ჯენარო გატუზომ 26 მარტს გასამართი შეხვედრისთვის აძურის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: კაპრილე, კარნესეკი, დონარუმა, მერეტი
მცველები: ბასტონი, ბონჯორნო, კალაფიორი, კამბიასო, კოპოლა, დიმარკო, გატი, მანჩინი, პალესტრა, სკალვინი, სპინაჩოლა
ნახევარმცველები: ბარელა, კრისტანდე, ფრატესი, ლოკატელი, პისილი, ტონალი
თავდამსხმელები: კიეზა, ესპოსიტო, კინი, პოლიტანო, რასპადორი, რეტეგი, სკამაკა.
შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი 26 მარტს, 23:45 საათზე, ბერგამოში გაიმართება.