Belive

ჯენარო გატუზო: "ამ თამაშის მეშინოდა და სწორედ ამიტომ ვათამაშე მამარდაშვილი"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების 1/16-ფინალურ ეტაპზე გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელი "ლა ნუსია" - 3:0 დაამარცხა.

მიუხედავად ტურნირის და მეტოქის სტატუსისა, "ღამურების" კარს ამ შეხვედრის ძირითადი შემადგენლობიდან სწორედ ნიჭიერი ქართველი მეკარე იცავდა, რომელიც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მატჩის 77-ე წუთზე შეცვალა. ამ ყველაფრის მიზეზებზე იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.

"ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დამჭირდა. შედეგად, იაგო ერერინი ("ვალენსიას" მეორე მეკარე) განაწყენებული დარჩა და მე მის დამოკიდებულებას პატივი უნდა ვცე. ამ თამაშის ძალიან მეშინოდა და გადავწყვიტე, რომ კარში მამარდაშვილი უნდა მდგარიყო. ვწუხვარ ერერინის გამო, რომელიც ყოველთვის კარგად ვარჯიშობს, თუმცა გუშინ ძირითად შემადგენლობაში არ იყო და ჩვენ ასევე გვყავს კრისტიან რივერო, რომელსაც საერთოდ არც უთამაშია", - თქვა 44 წლის სპეციალისტმა.

"ვალენსიამ" ამ გამარჯვების შემდეგ მერვედფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება ლა ლიგას, აქ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი 7 იანვარს, "კადისს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები