Belive

ჯეიმი კარაგერი: "მიკელ არტეტა პრემიერ ლიგის ახალი სერ ალექს ფერგიუსონია"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიკელ არტეტა სერ ალექს ფერგიუსონს შეადარეს მას შემდეგ, რაც ესპანელმა "მეთოფეების" მიერ, სანდერლენდთან მატჩში, მსაჯის გადაწყვეტილებაზე, მწვავე რეაქცია გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ არსენალმა 2:0 მოიგო, არტეტა საკუთარ კარში დანიშნულმა პენალტმა გააცეცხლა. ამის შემდეგ, ჯეიმი კარაგერმა აღნიშნა, რომ არტეტა, პრემიერ ლიგაში, ახლა, თითქოს, ყველაზე გავლენიანი ადამიანია.

პირველ ტაიმში, არსენალის კარში, შეხვედრის არბიტრმა, სტიუარტ ატველმა, პენალტი დანიშნა, მას შემდეგ, რაც ეზრი კონსამ, საჯარიმოში, წესები დაარღვია. VAR-მა კუთხურის გათამაშების დროს მომხდარი ეპიზოდი შეისწავლა და ატველის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ არსენალმა, სამი ქულა მოიპოვა, არტეტამ, მატჩის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილება მწვავედ შეაფასა და მას მიუღებელი უწოდა.

არტეტას პრესკონფერენციის შემდეგ, ჯეიმი კარაგერმა, ესპანელი, სერ ალექს ფერგიუსონს შეადარა. Sky Sports-ის გადაცემაში, ლივერპულის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ არტეტა ახლა საკუთარ სამწვრთნელო გავლენას იყენებს მსაჯებზე ზემოქმედებისთვის.

ამ მომენტში, მიკელ არტეტა, სერ ალექს ფერგიუსონად იქცა. ამ ეტაპზე, ის მთავარი ფიგურაა. პრემიერ ლიგის ჩემპიონია. ლიგაში ბევრი ახალი მწვრთნელია. ის კი, უკვე შვიდი წელია, რაც ამ თანამდებობაზეა და მიაჩნია, რომ საკმარისი გავლენა აქვს იმის სათქმელად, ამა თუ იმ ეპიზოდში, პენალტი იყო თუ არა. არტეტას მსგავსად, მეც არ ვფიქრობ, რომ იმ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო. - ჯეიმი კარაგერი

საბოლოოდ, დავიდ რაიამ, ეს თერთმეტმეტრიანი მოიგერია. არსენალმა კი კიდევ ერთი თამაში მოიგო. მოქმედი ჩემპიონებს, ამ ეტაპზე, ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ და 12 ქულით, პირველ ადგილზე არიან.

სხვა სტატიები